ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25-26 კორპუსებთან ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი დასრულდა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25-26 კორპუსების მიმდებარედ განახლდა.
"ამჯერად, წყალარინების ქსელების განახლება, ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25-26 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, კორპუსების ტერიტორიაზე სრულად გამოიცვალა მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება",-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ.
გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება.
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024